პროექტი
მთავარი იდეა: საბავშვო ცენტრებისათვის მენიუს შედგენა
მნიშვნელობა/აქტუალობა: აქტუალურია, რადგან ბავშვებს მოსწონთ სხვადასხვა საბავშვო გასართობ ცენტრებში წვეულებების გადახდა. მნიშვნელოვანია ბავშვებმა აღმოაჩინონ განსხვავება გასართობ ცენტრებში რამდენად განსხვავებული მენიუა.
მიზნები და შედეგები: უცხ.1.3 მოსწავლე განსაზღვრავს შესაბამის მიზანს და იყენებს სათანადო სტრატეგიას.
ჩამოუყალიბდებათ კვლევის–უნარ ჩვევები.
განუვითარდებათ, დაეხვეწებათ მენიუს შედგენის და ბარათების გაფორმების ხელოვნება
შეფასების საგანი და პროცედურები: მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურ მუშაობაში( ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება)
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეებო წინასწარ: მოსწავლეებმა წინასწარ იციან რა შეიძლება შედიოდეს წვეულების მენიუში, რა მიირთმევენ ბავშვები სიამოვნებით, რა მუსიკა და თამაშები მოსწონთ. არჩეული საბავშო ცენტრების მისამართები
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო, ფერადი ქაღალდები, მარკერები, ,,სტიკერები“ წებო, ფერადი ლენტები, ქარალდის ფორმატი საპრეზენტაციოდ. კომპიუტერი. ინტერნეტში მოძიებული მასალები
http://www.google.ge/images http://gom.ge/soft/page
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი წინასწარ აკეთბს შესავალს თუ რაზე უნდა იმუშაონ.მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს მიეცემათ დავალება შექმნან საბავშვო სადრესასწაულო ცენტრისთვის მენიუ და გააფორმონ ვიზუალურად.
ბავშვებს იძიებენ ცენტრების შესახებ ინფორმაცის, ეცნობიან მენიუს და ვიზუალური მხარე. მიდიან სავჭრო ცენტრებში, ყიდულობენ საჭირო მასალებს ბარათების დასამზადებლად.
თვითეული ჯგუფის წევრი ინტერნეტში იძიებს ბარათების ვიზუალურ მხარეს, შემდეგ აჯერბენ ჯგუფში მიღებულ ინფორმაციას და იწყებენ მუშაობას მენიუს შედგენაზე და მის ვიზუალურ მხარეზე. საბოლოდ თვითეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს დასრულებული სახით.
No comments:
Post a Comment